საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ განაკვეთს ზრდისსაქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ განაკვეთს ზრდისსაქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ განაკვეთს ზრდის

„Brandon Hall Excellence Awards – ადამიანური კაპიტალის მართვის დარგში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც აღნიშნავს ორგანიზაციების მიღწევებს შედეგების გაუმჯობესების, წამყვანი პრაქტიკის დანერგვისა და ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტის მიხედვით. „ონლაინ“ პლატფორმა CrossKnowledge-ის მეშვეობით, ჯგუფში შემავალი ყველა მობილური ოპერატორის, მათ შორის „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი „ბილაინი“) თანამშრომლები გადიან სავალდებულო თუ არასავალდებულო ტრენინგებს, ფუნქციონალური, პროფესიული და სხვა უნარ-ჩვევების გასავითარებელ ტრენინგებს. მათთვის სრულიად უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი Coursera-სა და  LinkedIn-ის ნებისმიერი რესურსი და კურსი“.

„მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის საუკეთესო ინსტრუმენტი Medallia „ბილაინმა“ 2018 წელს დანერგა. აბონენტის კმაყოფილების კვლევა მისი ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან იწყება, მარტივი გამოკითხვის მეშვეობით, რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი. უახლოეს მომავალში, გამოკითხვა დაინერგება ციფრულ არხებშიც, ვგულისხმობთ, ვებგვერდსა და აპლიკაციას“.